Saturday, October 13, 2012


პროექტი  თემა;ქართული ხალხური  ცეკვა და სიმღერა- ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი.
მიზანი; კვლევის,დაგეგმვის,ურთიერთთანამშრომლობის,წარდგენის უნარების განვითარება.
კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან;
ასრულებს ქართულ ხალხურ და სხვა ხალხთა სიმღერებს.
შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
მსჯელობს ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე.
საუბრობს ხალხური სიმღერის სოციალურ დანიშნულებაზე.
მონაწილეთა ასაკი 13-14 წელი
მუშაობის ფორმა; ინდივიდუალური/წყვილში/ჯგუფში.
პროექტის განხორციელების ვადა;  10 დღე.
ამოცანები;
I-საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა ეროვნული მუსიკალური ფოლკლორის მიმართ;
მოსწავლეებმა გაარკვიონ, რამდენად იცნობენ ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს--რა სიხშირით უსმენენ/ასრულებენ ხალხურ სიმღერას,ცეკვას?
შეარჩიონ,თუ კონკრეტულად,რომელ რეგიონზე (მუსიკალურ დიალექტზე)შეაჩერებენ ყურადღებას;
დაასაბუთონ,რა ნიშნით გამოირჩევა მათ მიერ შერჩეული მუსიკალური დიალექტი,ანუ რა განსაკუთრებული თავისებურებების გამო შეიძლება მიჩნეულ იქნეს იგი საქართველოს სავიზიტო ბარათად

II-საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოღძიება;
დაინტერესდნენ და გაარკვიონ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების მუსიკალური ფოლკლორის თავისებურებებით(რომელ მოსაზღვრე ქვეყანაშია დამკვიდრებული ერთხმიანობა  და რომელში-მრავალხმიანობა;
გაეცნონ მეცნიერულ კვლევებს,ლიტერატურას,სადაც ქართული ხალხური პოლიფონიური აზროვნებისა და სხვა საინტერესო საკითხებია გაშუქებული;
მოიძიონ და გაეცნონ შესასწავლი რეგიონის ხალხური მუსიკალური მასალის აუდიოჩანაწერები;
პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვისათვის,შეისწავლონ და შეასრულონ(შეძლებისდაგვარად) რამდენიმე სიმღერა...
III -პრეზენტაციის მომზადება და პრეზენტაცია;
მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას დაინაწილებენ ფუნქციებს
წერენ ერთობლივად პრეზენტაციის თანმიმდევრობას-გეგმას
მოიძიებენ მუსიკალურ ჩანაწერებს,შეიძლება ეს იყოს ვიდეომასალა,სადაც შერჩეული რეგიონის ყოფის ამსახველი კადრები იქნება წარმოდგენილი
IV-პროექტის შეფასება
კითხვარის შედგენა;
ინტერვიუ.
ვიოლეტა ბერიშვილი  მუსიკის მასწავლებელი

No comments:

Post a Comment