პროექტი თემა;ქართული
ხალხური ცეკვა და სიმღერა- ჩვენი ქვეყნის სავიზიტო
ბარათი.
მიზანი; კვლევის,დაგეგმვის,ურთიერთთანამშრომლობის,წარდგენის
უნარების განვითარება.
კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან;
ასრულებს ქართულ ხალხურ და სხვა ხალხთა სიმღერებს.
შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
მსჯელობს ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე.
საუბრობს ხალხური სიმღერის სოციალურ დანიშნულებაზე.
მონაწილეთა ასაკი 13-14 წელი
მუშაობის ფორმა; ინდივიდუალური/წყვილში/ჯგუფში.
პროექტის განხორციელების ვადა; 10 დღე.
ამოცანები;
I-საკუთარი
დამოკიდებულების განსაზღვრა ეროვნული მუსიკალური ფოლკლორის მიმართ;
მოსწავლეებმა გაარკვიონ, რამდენად იცნობენ ქართულ მუსიკალურ
ფოლკლორს--რა სიხშირით უსმენენ/ასრულებენ ხალხურ სიმღერას,ცეკვას?
შეარჩიონ,თუ კონკრეტულად,რომელ რეგიონზე (მუსიკალურ
დიალექტზე)შეაჩერებენ ყურადღებას;
დაასაბუთონ,რა ნიშნით გამოირჩევა მათ
მიერ შერჩეული მუსიკალური დიალექტი,ანუ რა განსაკუთრებული თავისებურებების გამო შეიძლება
მიჩნეულ იქნეს იგი საქართველოს სავიზიტო ბარათად
II-საკითხთან
დაკავშირებული ინფორმაციის მოღძიება;
დაინტერესდნენ და გაარკვიონ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების
მუსიკალური ფოლკლორის თავისებურებებით(რომელ მოსაზღვრე ქვეყანაშია დამკვიდრებული ერთხმიანობა და რომელში-მრავალხმიანობა;
გაეცნონ მეცნიერულ კვლევებს,ლიტერატურას,სადაც ქართული
ხალხური პოლიფონიური აზროვნებისა და სხვა საინტერესო საკითხებია გაშუქებული;
მოიძიონ და გაეცნონ შესასწავლი რეგიონის ხალხური მუსიკალური
მასალის აუდიოჩანაწერები;
პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვისათვის,შეისწავლონ
და შეასრულონ(შეძლებისდაგვარად) რამდენიმე სიმღერა...
III -პრეზენტაციის
მომზადება და პრეზენტაცია;
მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას დაინაწილებენ ფუნქციებს
წერენ ერთობლივად პრეზენტაციის თანმიმდევრობას-გეგმას
მოიძიებენ მუსიკალურ ჩანაწერებს,შეიძლება ეს იყოს ვიდეომასალა,სადაც
შერჩეული რეგიონის ყოფის ამსახველი კადრები იქნება წარმოდგენილი
IV-პროექტის
შეფასება
კითხვარის შედგენა;
ინტერვიუ.
ვიოლეტა ბერიშვილი
მუსიკის მასწავლებელი